მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადამიანებს ჰგონიათ კორონა მოგონილია იმისთვის, რომ დაგვჩიპონ“ - იმნაძე

5fc12f4276571
ვიქტორია მღებრიშვილი
28.11.20 00:00
1369
პაატა იმნაძის განცხადებით, ადამიანებს დღემდე ჰგონიათ, რომ კორონავირუსი მოგონილია, იმისთვის რომ ყველა დაჩიპონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კოვიდის მართვის ხარვეზებს შეეხებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს კომუნიკაციის პრობლემის გამო ხდება.

„კომუნიკაციის პრობლემები კიდევ არის. კიდევ არ ვიცი რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ დღესაც ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც არ სჯერათ რომ კორონა არის პრობლემა და ჰგონიათ რომ ეს არის მოგონილი იმისთვის, რომ ყველა დაჩიპონ.

ვინ ვერ მუშაობს ამ პროცესში ვერ გეტყვით. მაგრამ ფაქტი ხომ სახეზეა, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, როდესაც გამოხმაურებებს გვიმზადებს პრესსამსახური, ისეთი რამეები წერია, რომ არ მეგონა XXI საუკუნეში ადამიანებს შეეძლოთ ასეთი რაღაცები ეფიქრათ“, - განაცხადა იმნაძემ.