მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანებს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, ვაქცინაციის სერვისს სახლში შესთავაზებენ - გამყრელიძე

6074b0d04de92
თამთა ჯიჯავაძე
13.04.21 00:39
701

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, დაინერგება სერვისი, რომელიც მათ ადგილზე მისვლას და ვაქცინაციას შესთავაზებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოში იყო მსჯელობა და ვფიქრობთ, რომ მალე ამ ტიპის სერვისის შეთავაზება მოხდება“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ სერვისის მიწოდებაში, შესაძლოა, ჩაერთონ სტუდენტებიც.

„ჩვენთან აქტიურად მუშაობენ მოხალისეთა ჯგუფები, მათ შორის წითელი ჯვარი და ასევე ბევრი მოხალისე სტუდენტი. წინა საბჭოზეც იყო განხილვა, რომ სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები აქტიურად ჩაებან ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, საკომუნიკაციო კამპანიაში და ასევე სწორედ ამ ტიპის მხარდაჭერაში, რომ ამ ადამიანებს ადგილზე ჩაუტარდეთ აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.