მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადამიანს აქვს უფლება პირადად დაგეგმოს თავისი მომავალი“ – რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორი

5f2460bd80dd8
თამთა ჯიჯავაძე
31.07.20 22:18
1095
ეს არის პირადი გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას.

„ადამიანს აქვს უფლება პირადად დაგეგმოს თავისი მომავალი, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება, განსაზღვროს სად გააგრძელოს მოღვაწეობა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძე თანამდებობიდან პრემიერმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა, თუმცა bm.ge-ს პრემიერის აპარატში აღნიშნული არ დაუდასტურეს.