მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადამიანს, რომელიც ვაქცინაზე უარს ამბობს, ტესტის გაკეთებას საკუთარი ხარჯით შევთავაზებთ“

61164dff1b7f1
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 15:46
1174
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დღეს გამართულ ვებინარზე NCDC-ის მიერ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაყენებულ ინიციატივას განმარტავს, რომელიც აუცრელობის შემთხვევაში მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ხარჯებით კოვიდ-ტესტის გაკეთებას გულისხმობს.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის კოვიდ-ტესტები ფასიანი იმ შემთხვევაში უნდა იყოს, თუ პირი სახელწმიფოს მიერ შეთავაზებულ უფასო კოვიდ-ვაქცინაზე უარს აცხადებს.

„კოვიდ-ტესტების გაკეთება მოქალაქეთა ხარჯებით დამოკიდებული იქნება რეგულაციებზე. თუ მაგალითად ადამიანს ვაქცინის გაკეთებას სთავაზობს და მას არ უნდა ამ ვაქცინის გაკეთება, მაგრამ უნდა გარკვეული აქტივობები, რომელიც საფრთხის შემცველია, მაშინ სახელწმიფომ უნდა დაიზღვიოს თავი და ასეთი ადამიანები უნდა გაიტესტონ მაინც. იმისთვის, რომ სხვამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და თავადაც უსაფრთხოდ იყოს, ადამიანს, რომელიც ვაქცინაზე უარს ამბობს, შევთავაზებთ ტესტებს, ოღონდ საკუთარი ხარჯებით, იმიტომ რომ უფასო იქნება ვაქცინა“, - განმარტა იმნაძემ.