მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB - ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა, როგორც საქართველოსთვის, ისე ADB-ისთვის წამყვანი პროექტია

5d814288b9d5b
BM.GE
18.09.19 00:15
1373
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განაახლა პარტნიორობის სტრატეგიის დოკუმენტი საქართველოსთვის. ADB-ის ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მათან არსებული სპეციალური ეკონომიკური ზონა წარმოადგენს ფლაგმანურ პროექტებს, როგორც საქართველოსთვის, ასევე ADB– სთვის.

ADB აღნიშნავს, რომ პროექტი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალს გარდაქმნის. 

"2018 წლის სექტემბერში ADB-იმ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რათა მონაწილეობა მიეღო საინვესტიციო პროექტში, რაც რეგიონალური მასშტაბის ინიციატივას წარმოადგენს და რომლის საინვესტიციო მოცულობაც $3 მილიარდია. საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მასთან არსებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაზე, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე თავად აზიის განვითარების ბანკისთვის წარმოადგენს ფლაგმანურ პროექტებს,"- ნათქვამია მიმოხილვაში. 

შეგახსენებთ, რომ აზიის განვითარების ბანკი (ADB), არის ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც მოლაპარაკებათა პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტში $100 მილიონ დოლარს დებს.