მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB ანტიკრიზისულ დახმარებას $20 მილიარდამდე ზრდის

5e944332dc88f
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 14:51
992
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) სამჯერ გაზარდა პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა. ამჟამად ADB-ის მიერ COVID-19-ის საპასუხოდ შექმნილი გადაუდებელი დაფინანსების ფონდის მოცულობა $20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

პაკეტი აფართოებს ADB-ის მიერ მობილიზებულ $6.5 მილიარდიან თავდაპირველ რესურსს და მას $13.5 მილიარდ დოლარს უმატებს.

ამ თანხით, ADB მის ბენეფიციარ განვითარებად ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც) დაეხმარება გაუმკლავდნენ COVID-19–ით გამოწვეულ მძიმე მაკროეკონომიკურ და სოციალურ დანაკარგებს. $20-მილიარდიანი ფონდიდან დაახლოებით, $2.5 მილიარდის ფინანსური დახმარება გრანტის ფორმის იქნება.

”ეს პანდემია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უმნიშვნელოვანეს რისკს უქმნის. ის სიღარიბის შემცირების კურსს უკუაქცევს და ქვეყნებს რეცესიით ემუქრება,” - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

"გაფართოებული დახმარების პაკეტი, შესაძლებელს ხდის უფრო სწრაფად და მოქნილად მოხდეს ჩვენი ბენეფიციარი ქვეყნების როგორც მთავრობების, ასევე, კერძო ბიზნესების დახმარება,”- ამბობს ასაკავა.

ADB-ის ინფორმაციით, $20-მილიარდიანი პაკეტიდან, დაახლოებით, $2 მილიარდი კერძო ბიზნესის წილი იქნება, დანარჩენი დაფინანსების მიმღებები კი მთავრობები იქნებიან. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, შეღავათიანი ფინანსური რესურსის ბენეფიციარები მცირე და საშუალო მეწარმეების გახდებიან.

ADB– ის უახლესი შეფასებით, COVID-19-ის გავლენა გლობალურ მშპ-ს 2.3%-დან 4.8%-მდე შეამცირებს.