მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB: აზიის რეგიონი პირველად აღმოჩნდა რეცესიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში

5f608e8186994
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.20 23:00
924
აზიის განვითარების ბანკის (ADB) განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ რეგიონის განვითარებადი ეკონომიკა რეცესიაში ჩააგდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბოლო ექვსი ათეული წელია, რაც „განვითარებადი აზიის“ 45 ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა.

ADB-ის ახალი ანგარიშით, ბანკმა თავდაპირველი პროგნოზი რეგიონის მშპ-სთან დაკავშირებით კიდევ 0.1%-ით შეამცირა მიმდინარე წლისთვის.

”აზიის რეგიონის ეკონომიკისათვის 2020 წლის დანაჩენი პერიოდი რთული იქნება ზრდის თვალსაზრისით და მდგომარეობის გაუმჯობესება ამ კუთხით მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ.

როგორც გამოცემა წერს, ADB-ის შეფასება შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებასთან, რომლის მსგავსი პროგნოზიც ფონდმა შედარებით ადრე გააკეთა.

ADB-ის პროგნოზით ყველაზე მეტად სამხრეთ აზიის მხარე დაზარალდება.

ინდოეთის ეკონომიკა სავარაუდოდ 9%-ით შემცირდება მიმდინარე წელს, მაშინ როდესაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 1.8%-ით არის ნავარაუდები.

სამხრეთ აზიის მხარის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდება, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული.

ახალი ანგარიშის მიხედვით, ფიჯის ეკონომიკა 19.5%-ით შემცირდება, ხოლო მალდივების - 20.5%-ით.

თუმცა ADB-ის პროგნოზით, ინდოეთის ეკონომიკა მომდევნო წლიდან 7.7%-ით გაიზრდება.

ADB-ი იმავე ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული პროგნოზები შესაძლოა შეიცვალოს პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში და მკაცრი რეგულაციების დაწესებით.

”ეკონომიკური საფრთხე, რომელიც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, ისევ ძალაში რჩება, რადგან გახანგრძლივებულმა პანდემიამ მკაცრი რეგულაციების დაწესება შესაძლოა ისევ აუცილებელი გახადოს“, აცხადებს ADB-ის მთავარი ეკონომისტი.