აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას შეინ როზენტალი 25 სექტემბერს შეუდგა.
ახალი დირექტორი საქართველოში უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებსა და ბანკის ურთიერთობებს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან, ასევე მეთვალყურეობას გაუწევს ADB-ის ახლახან დამტკიცებულ ქვეყანასთან თანამშრომლობის 2019-2023 სტრატეგიის განხორციელებას. თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.
"უაღრესად მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით," - განაცხადა შეინ როზენტალმა, - „ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება და იცვლება, რათა დააკმაყოფილოს მზარდი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის მოთხოვნები. ეს მოიცავს ინვესტიციებისთვის საჭირო ფინანსებსა და თანამედროვე მიდგომებს, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს რეგიონულ სახმელეთო კავშირებს, გაუმჯობესდეს მუშახელის უნარები და ხელი შევუწყოთ ქალაქების განვითარებას. აღნიშნული გამოწვევების დაძლევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობას ექნება.“
შეინ როზენტალი ავსტრალიის მოქალაქეა, აზიის განვითარების ბანკში 2004 წლიდან მუშაობს და ორგანიზაციაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. 2016-2019 წლებში სომხეთში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორობისას, მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში გასამმაგდა ADB-ის კერძო სექტორის დაფინანსება და ახალი პროგრამები დაინერგა ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში.
შეინ როზენტალს ურბანული ინფრასტრუქტურის დაფინანსების, საჯარო-კერძო თანამშრომლობისა და განათლების სფეროებში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ADB-მდე მუშაობდა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვითი მართვის კუთხით, მათ შორის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში. როზენტალი ფლობს ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამედროვე საერთაშორისო კვლევების სკოლის მაგისტრის ხარისხს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე