მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის პროგნოზი, საქართველოში ეკონომიკის 0%-იან ზრდაზე, ოპტიმისტურია - თურნავა

5e8709bf6282e
თათია ჩაფიჩაძე
03.04.20 14:00
694
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი, 2020 წელს საქართველოში 0%-იან ეკონომურ ზრდასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურია.

რაც შეეხება ბიუჯეტის განახლებას, მინისტრის ინფორმაციით, განახლებული პარამეტრებით ბიუჯეტის წარდგენა დახმარებების პაკეტის ჩამოყალიბების შემდეგ მოხდება.

„ბიუჯეტის წარდგენა განახლებული პარამეტრებით სწრაფად მოხდება, მას შემდეგ, რაც დახმარებების პაკეტი გვექნება ჩამოყალიბებული. ეს იქნება ბიუჯეტი, რომელიც გადაწყობილი იქნება დახმარებაზე და მომავალში ბიზნესის სტიმულიზაციაზე.

დღეს საკმაოდ რთულია კონკრეტული პროგნოზის შეთავაზება, რადგანაც დამოკიდებულები ვართ რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისის გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ გლობალურად და რამდენად სწრაფად ამოიქოქება მსოფლიო ეკონომიკა.

მე ვიტოყიდი, რომ 0%-იანი ზრდა გარკვეულწილად ოპტიმისტურიც არის, ჯობია ვემზადოთ უარესისკენ და მერე გაგვიხარდეს, რომ უკეთესს მივაღწევთ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ",- განაცხადა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ თურნავამ.

ADB: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა - 0%, 2021 წელს კი 4.5% იქნება