მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ვაქცინაციასა და ტურიზმის აღდგენაზეა დამოკიდებული

60a1321c810a1
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.21 18:51
1144
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სავალუტო ფონდის შემდეგ აზიის განვითარების ბანკმაც შეუმცირა. ამჟამად ორივე ორგანიზაცია საქართველოში 2021 წელს 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც ADB-ის წინა პროგნოზთან შედარებით 1 პროცენტით ნაკლებია. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა ბანკის ეკონომიკური მოლოდინების შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ეკონომიკის აღდგენის ძირითადი ფაქტორები ვაქცინაციის ტემპი და ქვეყანაში შემოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იქნება.
ამასთან, როზენტალი აღნიშნავს, რომ 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება მაშინ თუკი საქართველოში მორიგი ლოქდაუნი არ გამოცხადდება.

“ეს პროგნოზი აღნიშნავს იმას, რომ თანდათან იწყება აღდგენის პროცესი. შესაძლოა იყოს მცირე გამოწვევები, მაგრამ არა მასშტაბური გრძელვადიანი ლოქდაუნი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს.

“2021 წელს 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობთ და ეს მაჩვენებელი 2022 წელს 6%-იან ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. კოვიდი მნიშვნელოვანი შოკი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. თუმცა ამ ქვეყანაში მან განსაკუთრებული დარტყმა მიიტანა ტურიზმზე და შემდეგ ამან უარყოფითი გავლენა იქონია უკვე მცირე ბიზნესზე, მსხვილ ბიზნესზე, ოჯახებზე და რა თქმა უნდა, მთავრობაზეც, დარტყმა საბიუჯეტო შემოსავლებმაც მიიღო. მაგრამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პასუხმა, რაც გასულ წელს საქართველომ პანდემიას გასცა. ვფიქრობთ, ეფექტური იყო. ჩვენც დავეხმარეთ მთავრობას, რომ ოჯახებისთვის კომუნალურების გადასახადზე შეღავათები გაეცა; საპენსიო სქემა გაეფართოებინა და მეტი ადამიანი დაეფარა. შედეგებით კმაყოფილები ვართ. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო და დღემდე გრძელდება. ველოდებით, რომ 2021 წელს ეკონომიკური აღდგენა დაიწყება - ვფიქრობთ, მისი მამოძრავებელი დიდწილად ადგილობრივი მოთხოვნა იქნება - მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზე და იმაზეც, თუ რამდენად სწრაფად ამოძრავდება საგარეო მოთხოვნაც - ტურიზმის ნაწილში. არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რაზეც გავლენა საქართველოს არ აქვს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია, აღდგენის პერიოდი პრიორიტეტების გადალაგებისთვის გამოიყენოს, გადახედოს იმ ტიპის ზრდას, რაც დღეს აქვს და რამაც შეიძლება მომავალში ბევრად მეტი ადამიანი ჩართოს და ეკონომიკაც უფრო გამძლე გახადოს სამომავლო შოკების წინააღმდეგ,”- განაცხადა შეინ როზენტალმა.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ პარამეტრებს - ADB-ის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით, სავარაუდოდ, 7.1%-ით გაიზრდება.