მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა

5daef8ae28f6a
თელარა გელანტია
22.10.19 18:00
988
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა ფორუმის გახსნით პანელზე საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს რეიტინგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მე-6 ადგილი უკავია. საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომში შეგვიძლია განვავითაროთ", - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სატრანსპორტო დერეფნების, ტექნოლოგიების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და დამატებითი სამუშაოების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.