06.მარტი .2020 11:06

ADB: კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, $347 მლრდ-ს მიაღწიოს

views 386
უკან

Asian Development Bank (ADB)-ის ინფორმაციით, წელს კორონავირუსის აფეთქებამ, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა განვითრებად აზიასა და მსოფლიოში შეამციროს. საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი, სავარაუდოდ 0.1 - 0.4%-ით შემცირდება (Asian Development Bank)

ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 77-დან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწიოს.

Asian Development Bank-ის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, შესაძლოა -  0.3-დან 1.7%-მდე, აზიის განვითარებად ქვეყნებში კი (ჩინეთის გამოკლებით) 0.2-დან 0.5%-მდე შემცირდეს.

როგორც ADB აცხადებს, ახალი კორონავირუსი მნიშვნელოვნად შეამცირებს შიდა მოთხოვნებს, ტურიზმს, ვაჭრობას, წარმოებას და ასევე მიწოდებას.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კორონავირუსთან საბრძოლველად 50 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, ხოლო World Bank - 12 მილიარდ დოლარს.