მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB: კოვიდ-19-ის მსოფლიო ზარალმა შესაძლოა $8.8 ტრილიონს მიაღწიოს

5ebe38c21df53
BM.GE
15.05.20 10:31
748
მსოფლიო ეკონომიკამ ახალი კორონავირუსის (კოვიდ19) პანდემიის შედეგად შესაძლოა 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებულ (ADB) ანგარიშში. 

კოვიდ-19-ის პოტენციური ეკონომიკური ზეგვლენის განახლებული შეფასების მიხედვით, ეკონომიკურმა ზარალმა აზიასა და ოკეანეთში შესაძლოა იმერყევოს 1.7 ტრილიონი აშშ დოლარიდან 2.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე, რაც დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების სწრაფ და ხანგრძლივი შეკავების სცენარებზე.

ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შესაძლოა 1.1-დან 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი ნახოს. 
 
როგორც ADB აღნიშნავს, მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირებით გამოირჩეოდნენ და მიიღეს როგორც ფისკალური და სავალუტო რეგულაციების შემსუბუქების ზომები, ასევე გაზარდეს ხარჯვა ჯანდაცვის სფეროში და პირდაპირი დახმარება მოგებასა და შემოსავლებში

"არსებული დანაკარგების შესამცირებლად. ანგარიშის მიხედვით, თუ მთავრობები მსგავს ღონისძიებებს გააგრძელებენ, ამან შესაძლოა კოვიდ-19-ის ეკონომიკური ზემოქმედება 30%-დან 40%-მდე შეარბილოს და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგები 4.1-დან 5.4 ტრილიონ აშშ დოლარამდე შუალედში შეამციროს.
 
ანალიზი, რომელიც იყენებს გლობალური ვაჭრობის ანალიზის პროექტის ზოგადი ეკვილიბრუმის მოდელს, მოიცავს პანდემიისგან დაზარალებულ 96 ეკონომიკას კოვიდ-19-ის 4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევით. ტურიზმის, მოხმარების, ინვესტიციების, ვაჭრობისა და წარმოების ჯაჭვების შოკებს, რომელიც აზიის განვითარების პროგნოზი 2020-ში იყო ნავარაუდევი ახალ ანგარიშში ემატება გადამცემი არხები, როგორიცაა ვაჭრობის ხარჯების ზრდა, რაც აფერხებს მობილობას, ტურიზმს და სხვა დარგებს; დარღვევები მიწოდების ჯაჭვში, რაც უარყოფითად მოქმედებს მწარმოებლუნარიანობასა და ინვესტიციებზე; და მთავრობის საპასუხო პოლიტიკა, რომელიც კოვიდ19-ის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას არბილებს", - ნათქვამია ანგარიშში. 

ამასთან, ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ განაცხადა, რომ "ახალი ანალიზი წარმოადგენს კოვიდ-19-ის პოტენციური მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზემოქმედების ფართო სურათს". 
 
ის ასევე, ხაზს უსვამს ზარალის შესამცირებლად მთავრობის ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ახალი მონაცემები შესაძლოა მთავრობებს სახელმძღვანელოდაც გამოადგეს და იმ ზომების განსაზღვრაში დაეხმაროს, რაც პანდემიის შეკავებასა და ეკონომიკებსა და მოსახლეობაზე მისი ზემოქმედების შერბილებაში დაეხმარება.
  
ADB-ის კოვიდ-19-ის რეგულაციების მონაცემთა ბაზა შეიცავს დეტალურ ინფორმაციას იმ მთავარ ეკონომიკურ მექანიზმებზე, რასაც ADB-ის წევრები პანდემიის წინააღმდეგ მიმართავენ. გავრცელების შეკავების მოკლე და გრძელ სცენარებში ანგარიში განმარტავს, რომ საზღვრების ჩაკეტვა, სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინი, რაც პანდემიით დაზარალებულმა ეკონომიკებმა კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღეს, მსოფლიო ვაჭრობას სავარაუდოდ 1.7-დან 2.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს.

დასაქმება მსოფლიოს მასშტაბით შემცირდება 158-დან და 242 მილიონამდე სამუშაო ადგილით, რაც აზიასა და ოკეანეთში ჯამური სამუშაო ადგილების დაკარგვის 70%-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის შემცირება 1.2-დან 1.8 ტრილიონ აშშ დოლარამდეა მოსალოდნელი, რომლის 30%-ს რეგიონის ეკონომიკები იგრძნობენ, ანუ 359 მილიარდიდან 550 მილიარდ აშშ დოლარამდე.
 
"ჯანდაცვის ხარჯების გაზრდასა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან ერთად შემოსავლისა და დასაქმების ძლიერი დაცვაც აუცილებელია უფრო რთულად მიმდინარე და გახანგრძლივებული ეკონომიკური გაჯანსაღების თავიდან ასაცილებლად. მთავრობებმა მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა უნდა უზრუნველყონ; ხელი შეუწყონ და გააღრმავონ ელექტრონული კომერცია და საქონლისა და მომსახურების მიწოდების ლოგისტიკა და დააფინანსოს დროებითი სოციალური დაცვის მექანიზმები, უმუშევრობის სუბსიდირება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებების, განსაკუთრებით საკვების მიწოდება-მოხმარების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირების თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია ანგარიშში.

სიტუაციის სწრაფი განვითარების პარალელურად, ზემოქმედების შეფასების განახლებულ ინფორმაციას ADB საინფორმაციო არხების საშუალებით მოგაწვდით.