მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $22.8 მლრდ გამოყო

6267928a99752
მარიამ ვარადაშვილი
26.04.22 10:41
746
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინფორმაციით, 2021 წელს საკუთარი რესურსებიდან 22.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს რეგიონის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადებით გამოწვეულ პირველად ეფექტებთან გასამკლავებლად და მწვანე განახლების ხელშესაწყობად.  

ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ყოველ წლიურ ანგარიშში წერია. ანგარიში აჯამებს ADB-ის წევრი განვითარებული ქვეყნებისადმი გაწეულ დახმარებას ფინანსების, ცოდნისა და თანამშრომლობის მიმართულებით.

2021 წელს გამოყოფილი $22.8 მილიარდი მოიცავს სესხებს და გარანტიებს, გრანტებს, კაპიტალდაბანდებებს და ტექნიკურ დახმარებებს მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის. დამატებით ADB-მ $12.9 მილიარდის მოზიდვა მოახერხა თანადაფინანსების სახით.

2021 წლის გამოყოფილი თანხებიდან $13.5 მილიარდი ანუ 59% პანდემიის საპასუხოდ იყო მიმართული, თუმცა მისი დიდი ნაწილი, როგორიცაა ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება პანდემიის დასრულების შემდეგ ასევე დაეხმარება რეგიონს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ბანკის პანდემიის საპასუხო პაკეტმა მოიცვა $4.9 მილიარის ოდენობის სწრაფი საბიუჯეტო დახმარება მთავრობებისთვის სტრუქტურული რეფორმებისა და ვალის მდგრადობის შესანარჩუნებლად. დაფინანსებიდან $4.6 მილიარდი საბიუჯეტო სესხია, $250 მილიონი კოვიდ-19-ის საპასუხო ოფცია.

“პანდემიის საპასუხოდ ADB-მ წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის ასევე გამოყო $4.1 მილიარდი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შეძენისა და მიწოდებისთვის, ხოლო $3.3 მილიარდი კერძო სექტორისთვის, ბიზნესებისა და ვაჭრობის შესანარჩუნებლად და სამედიცინო პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით”, - წერია ანგარიშში.

ADB-ის 2021 წელს აღებული ვალდებულებები დაფინანსებული იყო მისი სიდიდით მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში, რაც კაპიტალური ბაზრების დახმარებით $35.8 მილიარდით გაიზარდა. ADB-იმ გასულ წელს რეკორდულად დიდი მოცულობის თემატური ფასიანი ქაღალდი გაყიდა, გამოუშვა განათლების ობლიგაციები და პირველად გამოსცა ლურჯი ობლიგაციები ოკეანეების სიჯანსაღისთვის.