მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-მ m2-ის შვილობილ კომპანიას $10 მილიონის სესხი გამოუყო

616e7f99ce244
მარიამ ვარადაშვილი
19.10.21 12:18
846
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) m2-ის შვილობილ კომპანიას 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო. კერძოდ, ADB-მ და შპს "ოპტიმამ" ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას, რომელიც თბილისში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარებას ისახავს მიზნად.

როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3 700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტიანი სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. 

განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია. 

„სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტიანი და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს", - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს აზიის განვითარების ბანკის პირველი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტია რეგიონში. სესხი საშუალოვადიანი დაფინანსების საშუალებას იძლევა თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პროექტების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტირება მიმართული იქნება მაღალი სტანდარტის ენერგოეფექტიანობისა და ფიზიკური წვდომის დანერგვისაკენ", - განაცხადა თავის მხრივ m2-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა. 

ცნობისთვის: "ოპტიმა" m2-ის ჯგუფის და Georgia Real Estate-ის (GRE) - საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების კომპანიების შვილობილია. GRE სს Georgia Capital-ის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილია, ხოლო სს Georgia Capital-ის 100%-იანი წილის მფლობელია Georgia Capital PLC.
Georgia Capital PLC ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.