მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB ქართველ სტუდენტებს იაპონიაში საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს

5f2d178e17d9a
ნათია თაქთაქიშვილი
07.08.20 14:00
981
აზიის განვითარების ბანკი (ADB) იაპონიის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში 140-მდე სტუდენტს ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს ეკონომიკაში, მენეჯმენტში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ინფორმაცია ამის შესახებ ADB-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

იაპონიის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური, ყოველთვიური ხარჯები, განთავსება, წიგნები, სამედიცინო დაზღვევა და სამგზავრო ხარჯები. სტუდენტებისთის, რომლებიც ჩართულები იქნებიან სპეციალურ კვლევებში, გათვალისწინებულია საგრანტო პროგრამა სპეციალური თეზისების მოსამზადებლად.

იაპონიის სტიპენდიის პროგრამით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერმიუმები: მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს და უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები მშობლიურ ქვეყნებს უნდა დაუბრუნდნენ, რათა ხელი შეუწყონ მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

აღნიშნული პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგი ქვეყნებისთვის:

• ავღანეთი
• სომხეთი
• აზერბაიჯანი
• ბანგლადეში
• ბუტანი
• კამბოჯა
• კუკის კუნძულები
• საქართველო
• ინდოეთი
• ინდონეზია
• ფიჯი
• ყაზახეთი
• კირიბატი
• ყირგიზეთის რესპუბლიკა
• ლაოსის დემოკრატიული რესპუბლიკა
• მალაიზია
• მალდივები
• მარშალის კუნძულები
• მიკრონეზიის ფედერალური შტატები
• მონღოლეთი
• მიანმარი
• ნაურუ
• ნეპალი
• ნიუ
• პაკისტანი
• პალუა
• პაპუა ახალი გვინეა
• ფილიპინები
• სამოა
• სოლომონის კუნძულები
• შრი ლანკა
• ტაჯიკეთი
• ტაილანდი
• ტიმორი-ლესტე
• ტონგა
• თურქმენეთი
• ტუვალუ
• უზბეკეთი
• ვანუატუ
• ვიეტნამი