მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB "ევექსის ჰოსპიტლების" მიერ ობლიგაციების გამოშვებაში 19,5 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს

5dfa1970acfca
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.19 16:35
2560
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 19,5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებაში. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

"გამოშვების შედეგად მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით მოხდება „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ვალის ნაწილის რეფინანსირება და კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა", - ნათქვამია ADB-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.

„ევექსის ჰოსპიტლები“ წამყვანი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული Georgia Healthcare Group PLC-ის სრულ მფლობელობაშია.

„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამას და ქვეყნის მოქალაქეებისთვის მომსახურების დონის ამაღლებას,“ - ამბობს შეინ როზენტალი. 

დღესდღეობით, საქართველოში ADB-ის სუვერენული და არასუვერენული სესხების პორტფელი 3,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. 2019 წლის ნოემბერში, ADB-მა 85,05 მილიონი ლარი მოიზიდა ოფშორულ ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების პირველადი გამოშვებით.

2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 წევრ ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.