მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ADB-სთან თანამშრომლობით ქვეყნის აეროპორტების სტრატეგიის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდება“

60f57c630ca5a
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.21 21:40
597
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ თამარ არჩუაძის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ქვეყანაში მოქმედი აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ ტურიზმის სექტორის განვითარების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ არჩუაძეს არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუმცა აღნიშნა, რომ ტენდერი მალე გამოცხადდება.

„აეროპორტების განვითარების კუთხით, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ვთანამშრომლობთ და სულ მალე მზად იქნება და ქვეყნის აეროპორტების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება, რომელიც ასევე ერთიანი საავიაციო სტრატეგიის ნაწილი იქნება. ამაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ეს ერთიანი დოკუმენტი იქნება“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.