მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB: ვირუსის ეკონომიკური ზარალი გლობალური მშპ-ის 0.4 პროცენტამდე არის ნავარაუდევი

5e61fc62c71f3
BM.GE
06.03.20 11:21
1134
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს განვითარებადი აზიის ეკონომიკებს მრავალი მიმართულებით, მათ შორის გამოიწვევს შიდა მოთხოვნის, ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობის შემცირებას, ხელს შეუშლის ვაჭრობის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვს და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჯანდაცვაზე — ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლადგამოქვეყნებულ კვლევაში.

ეკონომიკური ზარალის მაგნიტუდა ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, რაც კვლავაც არაპროგნოზირებადია. კვლევაში განხილული შესაძლო რამდენიმე სცენარის მიხედვით ვირუსის მსოფლიო ზარალი 77 მილიარდი აშშ დოლარიდან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე, ანუ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.1-დან 0.4 პროცენტამდეა ნავარაუდები. საშუალო სიმწვავის სცენარის მიხედვით, სადაც სიფრთხილის ზომები და შეზღუდვები, როგორიცაა მოგზაურობის შეზღუდვა ვირუსის გავრცელებიდან 3 თვის შემდეგ შემსუბუქდება, — და ეს შეზღუდვები იანვრის ბოლოს დაწესდა, — მსოფლიო დანაკარგებმა შესაძლოა 156 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მსოფლიო მშპ-ს 0.2 პროცენტი შეადგინოს.

აღნიშნული დანაკარგებიდან 103 მილიარდი აშშ დოლარი შესაძლოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოვიდეს ანუ ქვეყნის მშპ-ის 0.8 პროცენტი მოიცვას. დანარჩენი განვითარებადი აზიის ქვეყნებმა ჯამში შესაძლოა 22 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მშპ-ის 0.2 პროცენტი იზარალოს.

“COVID-19-თან დაკავშირებით მრავალი გაურკვევლობაა, მათ შორის მისი ეკონომიკური ზემოქმედება, — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. — შესაძლო მოსალოდნელი დანაკარგების უფრო ცხადი სურათი შესაქმნელად მრავალი სხვადასხვა სცენარის გამოყენებაა საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ანალიზი მთავრობებს დაეხმარება ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგების შესასუსტებლად ზუსტი და გადამჭრელი ნაბიჯები გადადგან.“

COVID-19-ის სავარაუდო მსოფლიო და რეგიონული ზემოქმედება, განვითარების სხვადასხვა სცენარის მიხედვით:

  • მსოფლიო - $347 დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარში;
  • ჩინეთი - $234 დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარში;
  • განვითარებადი აზია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოკლებით - $42 დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარში;
  • დანარჩენი მსოფლიო - $68 დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარში.


კვლევა - კორონავირუსის ეკონომიკური ზემოქმედება განვითარებად აზიაზე წარმოადგენს ყველა შესაძლო განხილული სცენარის ანალიზს. მასში ასევე მოცემულია სავარაუდო ზარალი განვითარებადი აზიის კონკრეტულ ქვეყნებსა და ამ ეკონომიკების ცალკეულ სექტორებზე — მათ შორისაა ჰიპოთეტური „ყველაზე ცუდი სცენარი“ მოცემული ეკონომიკისთვის ვირუსის მნიშვნელოვანი გავრცელების შემთხვევაში. აღნიშნული ვარაუდები არ უნდა იქნას განხილული როგორც ვირუსის გავრცელების პროგნოზი, არამედ მისი მიზანია შესაბამისი ზომების მისაღებად მთავრობების დახმარება.

დღეისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ADB-ს გამოყოფილი აქვს 2 მილიონი აშშ დოლარი (ამის შესახებ 7 თებერვალს განაცხადა) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და დიდი მეკონგის ქვერეგიონში ვირუსის გამოვლენის, პრევენციისა და შესაბამისი რეაგირებისთვის; 26 თებერვალს მომდევნო 2 მილიონი აშშ დოლარი ADB-მა ორგანიზაციის ყველა განვითარებადი წევრის დასახმარებად გამოიყო. ასევე 25 თებერვალს 130 მილიონი ჩინური იუანის (18.6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის კერძო სექტორის სესხი გაიცა უჰანში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანიისთვის — Jointown Pharmaceutical Group Co. Ltd საჭირო სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდების შესანარჩუნებლად.