მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივები კახეთში ვაქცინაციის შეფერხებას მოსავლის აღებას და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებენ - ტიკარაძე

6171369c7ce8b
ინგა მურუსიძე
21.10.21 13:49
471
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან ერთად კახეთში, ვაქცინაციის მარათონის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ადგილობრივების ნაწილი ვაქცინაციის შეფერხევას მოსავლის აღებას და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებენ.

„ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას, როგორც ადგილობრივები საუბრობენ, გარკვეული მიზეზები ჰქონდა და ეს იყო მოსავლის აღება, ასევე ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი საჭიროებდნენ. გააქტიურებული იქნა ოჯახის ექიმების როლი ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რადგან მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ პროცესის ეფექტიანად გამართვა ვერ მოხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, არაერთ ქვეყანაში გარკვეული ნიშნულის შემდეგ შეექმნათ პრობლემები ვაქცინაციის პროცესში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და ეტაპობრივად ვგეგმავთ ისეთ წამახალისებელ ღონისძიებებს და საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ეფექტიანი იქნება ვაქცინაციის გააქტიურებისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში კახეთში - 231 ადამიანი აიცრა.