15.მარტი.2019 12:00
ეკონომიკა

ადგილობრივებმა შიდა ტურიზმში 144.8 მილიონი ლარი დახარჯეს

ადგილობრივებმა შიდა ტურიზმში 144.8 მილიონი ლარი  დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს. 

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.1 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 4 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მონაცემებს.

2018 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 481.4 ათასით განისაზღვრა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წელს ვიზიტორების 37.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 ასაკობრივ კატეგორიას.

ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 54.9 პროცენტს შეადგენდა: გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 26.4 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.1 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.


ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 288.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (198.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 144.8 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

24.მაისი.2019 00:20
59

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
103

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
616

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
91

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
150

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად