„ადგილობრივი ბიზნესის თავს კარგად უნდა გრძნობდეს, თუმცა პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მეხორბლეების განცხადებას. კერძო სექტორი თანაბარ პირობებში ოპერირებას ითხოვს, რადგან ხორბლის იმპორტის შემცირების ფონზე იზრდება ფქვილის იმპორტი, ადგილობრივ წარმოებას კი აზრი ეკარგება. შექმილი სიტუაციის გამო ქვეყანაში 10-ზე მეტი წისქვილკომბინატი უკვე დაიხურა, ნაწილი კი მთლიანად იმპორტზე გადაეწყო. გამოსავლის გზებზე სამსჯელოდ კერძო სექტორი საქართველოს მთავრობის მეთაურისთან და ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან შეხვედრას ითხოვს.
„ჩემი ინფორმაციით ამ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და ჩვენც რა საკვირველია ჩავერთვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად გრძნობდეს და არ ჰქონდეს პრობლემები. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ სენსიტიურ სფეროში, როგორიც ხორბალი და ფქვილია, ანუ პურს რაც შეეხება, ყველაფერი გაკეთდეს, რათა მისი ღირებულება არ გაიზარდოს, ამ ორ მოცემულობას შორის სწორი ბალანსი როგორ უნდა მოვნახოთ, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივად ვიმუშავებთ, მზად ვართ“, - განაცხადა თურნავამ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი მცირდება. სამაგიეროდ იზრდება იმპორტირებული ფქვილის წილი. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ხორბლის იპორტზე დაწესებული მცურავი ბაჟია, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის ერთ ტონა ხორბალს თითქმის 100 დოლარით აძვირებს. მსგავსი ტარიფები არ მოქმედებს ფქვილის იმპორტზე. ამიტომ ხორბლის ადგილზე გადამუშავებამ აზრი დაკარგა. წისქვილები წარმოებას აჩერებენ და სრულად ფქვილის იმპორტზე გადადიან.
ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების დონეზე ხორბლის იმპორტის შემცირების საკითხის გადასაჭრელად უწყებათშორისი კომისიაც შეიქმნა, თუმცა როგორც კერძო სექტორში ამბობენ, კომისიამ თავისი თავი ამოწურა და რეალური გადაწყვეტილებები ვერ მიიღო.
დღეისთვის 10 მცირე წისქვილკომბინატი უკვე დახურულია და იმ შემთხვევაში, თუ ხორბლის იმპორტის პრობლემა არ მოგვარდება, მსხვილი წისქვილკომბინატებიც ფქვილის იმპორტზე გადავლენ.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია გასული წლის ივნისის შემდეგ ხორბლის იმპორტის კლების პრობლემის გადასაჭრელად პრემიერს და მინისტრებს მიმართავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი