მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ადგილობრივი სტუმრების რაოდენობამ იმატა“ – „ბიოლის“ 2023 წლის შეთავაზებები და მოლოდინი

63f1ece10b6e5
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.23 13:41
1122
ველნეს კურორტი „ბიოლი“ მიმდინარე წელს სტუმრებს განახლებული სერვისით და დაგეგმილი სიახლეებით ხვდება. როგორც BM.GE-სთან „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, ამოქმედებიდან დღემდე კურორტმა 97-მდე ქვეყნის მოქალაქეს უმასპინძლა.

„ბევრი ამბობს, რომ 2022 წელს ქვეყანას ძალიან ბევრი ტურისტი ეწვია. ჩვენს შემთხვევაში „ბიოლისთვის“ უფრო საინტერესო და მოთხოვნადი 2021 წელი იყო, რადგან პანდემიურ წელს „ველნეს“-გამაჯანსაღებელი დასვენება უფრო აქტუალური იყო. 2022 წელს კი ის სტუმრები გვიბრუნდებოდნენ, ვინც ჩვენთან უკვე ნამყოფი იყო. შესაბამისად, 2022 წელს დამატებით ახალი დამსვენებელი არ გვყოლია.

წელს ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიმართულება უფრო მოთხოვნადი იქნება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენთან განთავსებისა და სერვისის მიღების ღირებულება ფაქტობრივად განახევრებული გვაქვს. შესაბამისად ადგილობრივების მომართვიანობა გაიზარდა“, - ამბობს თამაზ მჭედლიძე.

რაც შეეხება სიახლეებს, ველნეს კურორტი, რომელიც თბილისიდან 20 წუთის სავალზეა და სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს, წელს ახალ მიმართულებებსაც განავითარებს.

„ბიოლის“ ტერიტორიაზე დამატებითი კოტეჯების მშენებლობა იგეგმება და საინვესტიციო პროექტს განვახორციელებთ.

ასევე სერვისის კუთხით კურორტზე ემოციების კუთხეების შექმნას ვგეგმავთ, სადაც თეთრი ფარშევანგები იქნებიან, რაც დამსვენებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.

ამასთან, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები შემოვიტანეთ და პროცედურები უფრო დავხვეწეთ და გავაძლიერეთ. სიახლეა ძილის დიაგნოსტიკის და რეგულირების მეთოდების კუთხით, პოლიატომური ჟანგდაბის ელექტრონების სისხლის და უჯრედების გაჯერება - ამ სერვისების მიღება ჩვენს დამსვენებელს დამატებით წელს შეეძლება“, - აღნიშნა „ბიოლის“ დამფუძნებელმა და დასძინა, რომ კურორტზე განთავსების ფასები პროცედურების მრავალფეროვნებიდან და სერვისიდან გამომდინარეობს.

ცნობისთვის: თამაზ მჭედლიძემ ველნეს კურორტ "ბიოლის" მოწყობა, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიის შექმნის მიზნით, 2005 წლიდან დაიწყო, რისთვისაც 40 მლნ დოლარი ინვესტიცია უკვე განახორციელა.