მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობას სახელმწიფო დააფინანსებს

621cdcd80e72d
ინგა მურუსიძე
28.02.22 20:10
521
პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობას დააფინანსებს.

დღეს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამით უკვე შესაძლებელია ფერმერებმა მიიღონ თანადაფინანსება, რათა ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით დაიცვან მოსავალი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა ქმნის დამატებით სტიმულს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის ეს იქნება ადგილობრივი ნერგების წარმოება, სეტყვის საწინააღმდეგო სპეციალური ბადეების წარმოება თუ მებაღეობისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.

პროგრამაში ცვლილებებით გაიზარდა ჭის/ჭაბურღილის, მათ შორის, სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების თანხა და განისაზღვრა არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 18,800 ლარით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ით და არაუმეტეს 22,600 ლარით.

პროგრამა ახალი პირობებით 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.