მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adidas-ი კოსმოსში ფეხსაცმელებს გატესტავს

5dc2a3d4d4143
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 23:55
1579

Adidas–მა ამერიკულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (ISS) პარტნიორობის შესახებ განაცხადა. როგორც სპორტული ინვენტარის მწარმოებელი გერმანული კომპანიის ვებ-საიტზეა ნათქვამი, ბრენდი „კოსმოსური კვლევის ახალი ეპოქის შექმნაში მონაწილეობას აპირებს, რომლის ცენტრშიც სპორტსმენები და დედამიწა იქნება“.



CNN-ის ცნობით, პარტნიორობის პირველი ეტაპი პროდუქტების ტესტირებას ეძღვნება მიკროგავიტულობის პირობებში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, Adidas–მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფეხბურთის ბურთები გააგზავნა.




”მიკროგავიტულობა - მდგომარეობაა, სადაც გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება შეგვიძლია. მაგალითად, იმის გასაგებად, თუ როგორ ბრუნავს ფეხბურთის ბურთი ჰაერის ნაკადის გავლენის გარეშე", - განაცხადა პროგრამისა და პარტნიორობის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილემ კრისტინ კრეტცმა CNN-თან საუბრისას.



 

როგორც Adidas-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მონაცემები, შეცვალოს ბურთის დაფარვის ან მისგან დამზადებული მასალების ტექსტურა. ამას გარდა, მისივე თქმით, ეს სპორტული აღჭურვილობის ისტორიაში პირველი მსგავსი გრანდიოზული ექსპერიმენტია.

 

CNN-ი აღნიშნავს, რომ Adidas-ი ასევე იქნება პირველი მწარმოებელი, რომელიც ფეხსაცმელს კოსმოსში გატესტავს.


გერმანული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლის ვიცე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ გამოკვლევების შედეგად, სპორტულ წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მოხერხდება.



ტესტირება შემდეგი წლის დასაწყისიდან იგეგმება.