მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედოფლისწყაროში პლასტმასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა

BM.GE
27.06.23 09:23
130
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტმასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია. საწარმოს ამოქოქვით, ქალბატონებო და ბატონებო, უკვე შესაძლებელია 100 ტონამდე პლასტმასისა და მაკულატურის გადამუშავება. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისგან იბარებს მაკულატურას და პლასტმასის მეორად ბოთლებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ეს პირველი საწარმოა, ამ მიმართულებით და საწარმოში 10-მდე ადამიანია დასაქმებული“. ბარაქა და წარმატება თქვენ ყველას. გარდა იმისა, რომ ასეთი საწარმოები იქოქება, აქ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საწამოები სერიოზულად შეუწყობენ ხელს გარემოზე უარყოფითი შედეგების შემცირებას. და საქმეში „სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტომ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში განახორციელა.