მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადმინისტრაციული ერთეულები სამშენებლო ნებართვებს დროულად გასცემენ - M2

5e4d3938ac83e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.20 09:00
1001
დეველოპერული კომპანია “მ2“-ის მთავარი იურისტი დავით აბრამიძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამშენებლო ნებართვების გაცემა დროულად, ვადაგადაცილების გარეშე ხდება.

მისი შეფასებით, სამშენებლო ნებართვების დოკუმენტაციის მოცულობა გაიზარდა, რისი მომზადებაც დეველოპერების მხრიდან უფრო მეტ დროს მოითხოვს.

„ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, დღეისათვის უფრო მეტი სამშენებლო და სანებართვო დოკუმენტის წარდგენაა საჭირო. ობიექტურად, ეს მოსამზადებელ სამუშაობს საჭიროებს სამშენებლო კომპანიის მხრიდან, რომ წარადგინოს უფრო მეტი დოკუმენტი. თუმცა, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან აღნიშნულთან მიმართებაში, კონკრეტული ვადების დარღვევები ან გადაცილებები არ არის და განიხილება იმ ვადებში, რაც სამშენებლო კოდექსით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა „მ2“-ის მთავარმა იურისტმა სამშენებლო მიმართულებით.