მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Admixer - განუსაზღვრელი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში

5f97dd8b4078e
BM.GE
27.10.20 13:28
773
დსთ-ის წამყვანი ციფრული მოთამაშე კომპანია Admixer-ი 2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ბაზარზე უნიკალური შესაძლებლობებით გამოჩნდა. ახლა უკვე Admixer-ის სრული მომსახურება ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

Admixer-ი ციფრული ბაზრის ქართველ მოთამაშეებს ძლიერი, ადგილობრივი, პროგრამატიკული პროდუქტების შექმნაში დაეხმარება. წლის ბოლომდე კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრული პაკეტის წარდგენას გეგმავს. ამასთანავე, იგეგმება ინსტრუმენტის ამუშავება, რომლის საშუალებით ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა გახდება შესაძლებელი, რომელიც პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას გააჩენს.

Admixer Advertising Georgia ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ტიკარაძე, რომელსაც ქართველ პარტნიორებთან ნაყოფიერი ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

მისი თქმით, Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანი ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფაა, რათა მათ ყველა სახის, მათ შორის - ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ.

„Admixer-ის ეკოსისტემა ითვალისწინებს პროდუქტიულ თანამშრომლობას ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშესთან: საიტებთან, ფაბლიშერებთან, მედიაჰოლდინგებთან, ონლაინკინოთეატრებთან, აპლიკაციებთან, სეილს-ჰაუსებთან, სარეკლამო ქსელებთან, მონაცემთა მომწოდებლებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და რეკლამების დამკვეთებთან. სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა - ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები“, - განმარტავს ტიკარაძე.

Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ბრეუსი კი მიიჩნევს, რომ Admixer-ი საქართველოში ედვერთაიზერებსა და ფალიშერებს შორის საქმიან მიდგომებს გაამარტივებს, რადგან სწორედ Admixer-ი უზრუნველყოფს ეფექტიანი სარეკლამო კამპანიებისთვის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

კომპანია ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს. Admixer Advertising ბაზარზე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მას უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდავეთი, ლატვია და ყაზახეთი.

„Admixer თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ, წარმატებით შეინარჩუნონ და კიდევ უფრო ეფექტური გახადონ არსებული საბაზრო ურთიერთობები. ამასთანავე, შექმნან საკუთარი პროდუქტი, მიჰყვნენ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად კიდევ უფრო განვითარდნენ.

საქართველოში Admixer-ის მიზანია, გაამარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოს“, - ამბობს ბრეუსი.

დაინტერესებული ედვერთაიზერები და ფაბლიშერები დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით Admixer-ის გუნდს: Email: info@admixer.ge  / ვებ-გვერდი: Admixer.ge  
(NS)