"სახელმწიფომ უნდა გაათავისუფლოს ეკონომიკა თავისი მარწუხებისგან", - ასეთია კომპანია “ჩირინას” დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის მთავარი რჩევა ახალი პარლამენტის და მთავრობის მიმართ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება.
ბიზნესმენი ამბობს, რომ დღეს მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში 4 700 დოლარია, რაც დაბალი მაჩვენებელია და აუცილებელია, ეს გამოსწორდეს. რევაზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს, ამისთვის კი ბიზნესმენს თავისი რეცეპტი აქვს.
“დღესდღეობით, სახელმწიფო მნიშვნელოვნად ერევა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ჩარევა გამოიხატება ძირითადად სუბსიდირებაში, ადრე მარტო ყურძენს ასუბსიდირებდნენ და ახლა დაიწყეს მაკარონის, ხორბლის სუბსიდირება...
უნდა შიეცვალოს პოლიტიკა ენერგეტიკაშიც. ფაქტობრივად, აქაც ქალაქის მოსახლეობის სუბსიდირება ხდება - შეძლებულ მოსახლეობას სახელმწიფო უხდის ფულს, რომ მათ ელექტროენერგიაში დაბალი ფასი გადაიხადონ.
დიდი ჩარევა არის ტრანსპორტშიც. ფაქტიურად, ბიუჯეტი ფულს უხდის ტრანსპორტის კომპნიებს, რაც ძალიან ცუდია.
ვფიქრობ, სახელმწიფო მხოლოდ იმ ხალხს უნდა დაეხმაროს, ვისაც ან ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს ან საერთოდ არ შეუძლია მუშაობა, რომ შემოსავალი მიიღოს. სახელმწიფომ უნდა გაათავისუფლოს ეკონომიკა თავისი მარწუხებისგან; ასეთ შემთხვევაში განვითარდება ეკონომიკა”, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?