მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

5f2bd5ec56d7e
BM.GE
06.08.20 14:03
1227
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21-22 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 21 აგვისტო, ათენი - თბილისი (გამოფრენა 23:30, მოფრენა 03:20);
• 22 აგვისტო, თბილისი - ათენი (გაფრენა - 04:10 ჩაფრენა 06:05);

რეისი Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, 5 აგვისტოს მიენიჭა.

"ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას"-ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.