მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკანერების შეძენას გეგმავს

5e539c17002c4
მარიამ ადამია
24.02.20 13:51
885
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება კორონავირუსთან დაკავშირებით თერმოსკანერების შეძენას აპირებს.

ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ გადაცემა „საქმიან დილის“ თანაწამყვანთან გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოში შექმნილი არის სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედის როგორც - ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და თავისთავად ავიაციის სააგენტო. შესაბამისად, ხდება კოორცინირებული დაგეგმვა, იმის მიხედვით თუ რა და როგორ ხდება ქვეყანაში და საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს პროცესები,”- განაცხადა თამარ არჩუაძემ და დასძინა, რომ ამჟამად აეროპორტების გაერთიანება აპირებს, უსაფრთხოების მიზნით, თერმოსკანერები შეიძინოს.

“მთავრობის განკარგულებით დაგვევალა, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად და უსაფრთხოების მიზნით, შევიძინოთ თერმოსკანერები, რომლებიც დარჩება აეროპორტში მუდმივად, არსებული და მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით. ასევე, ვმუშაობთ კოორდინაციით ჯანდაცვის სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურის საკარანტინო სანიტარულ სამსახურთან და სრული მზადყოფნაა საქართველოში”, - აღნიშნა თამარ არჩვაძემ.

ცნობისთვის: საქართველომ უკვე შეაჩერა ავიამიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან