საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს.
მათივე ცნობით, აეროპორტში ოპერირებით დაინტერესებული კომპანია უნდა წარმოადგენდეს ქართულ ბრენდს და გააჩნდეს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 2 კვების ობიექტი - „ბასკინ რობინსი“ და „კოფისტა“ ოპერირებს, ხოლო წლის ბოლომდე მგზავრებს დამატებით სამი ბრენდი: „დანკინი“, „სმარტი“ და „მეამა“ მოემსახურება.
BM.GE-სთან საუბრისას აეროპორტების გაერთიანებაში კვების ობიექტების განთავსების ღირებულებაზე ვერ საუბრობენ და განმარტავენ რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, კომპანიის დირექტორი თამარ არჩუაძე ამბობს, რომ "ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული სამზარეულო სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი".
"ეს ნიშა, ჯერჯერობით, შესავსებია და ვიწვევთ დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისათვის. უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, განსაკუთრებით კი იმერეთის რეგიონში. აეროპორტი ჩვენი ქვეყნის სახეა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რითიც ვამაყობთ შესაბამისად და სათანადოდ იყოს წარმოდგენილი - ეს არის მგზავრის პირველი და ბოლო შთაბეჭდილება ჩვენი ქვეყნის შესახებ. კომერციული ფართების დაგეგმარების პროცესში ეს ხედვა გათვალისწინებული იქნება. ამ ეტაპზე, სპეციალურად ქართული ბრენდებისთვის აეროპორტის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც საპასპორტო კონტროლამდე - ტერასასთან, ასევე საპასპორტო კონტროლის შემდეგ საკვები ობიექტისთვის ფართები გამოყოფილი გვაქვს. აღნიშნული ორი ფართის გაერთიანება, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ ფასად, ობიექტების ოპერატორს საშუალებას მისცემს მომხმარებელს, მისი პროდუქტი ტერმინალის 2 ყველაზე დატვირთულ წერტილში შესთავაზოს“, - აცხადებს ის.
არჩუაძის თქმით, ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის აეროპორტების გაერთიანება დივერსიფიცირებული პროდუქციის და სერვისის შეთავაზებას და ქართული კომპანიების აეროპორტში მაქსიმალურად წარმოჩენას ხელის შეწყობას ცდილობს. მსგავსი მიდგომა კომპანიის ხედვით გააძლიერებს არამხოლოდ აეროპროტის შეთავაზებას, არამედ არის შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის გააფართოვონ მოცვის არეალი და გაზარდონ ბრენდის ცნობადობა.
დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: business@airports.ge
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ