მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტებში მგზავრები კორონავირუსზე შემოწმდებიან - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

5e2c37318fe1b
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.20 16:44
1369
აეროპორტებში მგზავრები კორონავირუსზე შემოწმდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანში ჩამომსვლელი მგზავრები ვირუსზე თერმული სკრინინგით შემოწმდებიან.

„აეროპორტში მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის მერე, თუ ასეთი მგზავრი გამოჩნდება, მას ექნება საწყისი დრიაჟი ადგილზე აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში.

რაც შეეხება მგზავრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაშიმ არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების გააქტიურების რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.