მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AFD საქართველოს ხაშურის წყალმომარაგების სისტემისთვის €66.7 მილიონს გამოუყოფს

5f58b50c6586f
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.20 16:09
1294
საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგებტოს (AFD) შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ქალაქ ხაშურის წყალმომარაგების სისტემის განვითარებაზე მომდევნო წლების განმავლობაში 66.65 მილიონი ევრო დაიხარჯება. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სასესხო ხელშეკრულების მოცულობა 58 მილიონი ევრო იქნება, ამასთან AFD მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტისთვის დამატებით 8.65 მილიონი ევროს გრანტი გამოყოს. 

პროექტის თანახმად, ხაშურის რაიონში აშენდება წყალმომარაგებისა და წყალარინების განახლებული ქსელი, რომელიც რაიონის 52,000-მდე მაცხოვრებლისთვის გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას. 

ფინანსური შეთანხმებიდან ირკვევა, რომ ამ ფინანსურ რესურსს პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აითვისებს. 

AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორის, გაელ ასაიაგის განცხადებით, ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციის პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მოსახლეობისა და მიმდებარე დასახლებების საყოფაცხოვრებო პირობებს.

AFD-ის მიერ სესხის პირობებია:

სესხის მოცულობა - 58 მილიონი ევრო;
სესხის ხანგრძლივობა - 20 წელი;
მათ შორის საშეღავათო პერიოდი, ანუ ვადა რომელშიც საქართველო არ ახორციელებს ვალდებულების მომსახურებას - 6 წელი;
სესხის საპროცენტო განაკვეთი - ფიქსირებული ან ცვლადი განაკვეთი (საკითხი შეთანხმდება მხარეთა შორის თანხის ჩამორიცხვის ეტაპზე);
ვალდებულების გადასახდელი: 0.50% (ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას);