25.მარტი.2016 15:01
ეკონომიკა

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიომდე მისასვლელ 4 კმ -იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
 
რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გზა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს და მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ გზით გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები მოსახლეობა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, აღნიშნულ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი მოსახლე. გზის რეაბილიტაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფელ ფახულანში, საავტომობილო გადაადგილებას გაამარტივებს და ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, გალის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობის მიმოსვლას.

სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2015 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი 50 % ადგილობრივი მოსახლეა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2,323,231.04 ლარია.

19.აპრილი.2019 00:23
49

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
93

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
66

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
149

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
179

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
100

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად