მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

5ff95da832a82
BM.GE
09.01.21 11:38
867
აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პირველწყარო აფხაზეთში ელექტროენერეგიის გამანაწილებელი "სახელმწიფო" კომპანია Черноморэнерго-ა. მათი ცნობით, გაგრაში ხანძრის გამო ელექტროგადამცემი ხაზი ფსოუ – 220–ის ავარიულად გაითიშა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაოები ინციდენტის აღმოსაფხვრელად. რუსული მედიის ინფორმაციით, ფსოუ 220 ელექტროენერგიას სოხუმს და აფხაზეთის დასავლეთ ნაწილს აწვდის.

ხანძარი აფხაზეთში, გაგრის რაიონში 4 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.