აუდიტმა აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2021 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ₾15,000 უკანონოდ გაიცა.
მოხსენებაში წერია, რომ ადგილი ჰქონდა შტატგარეშე მოსამსახურეების დაქირავების ნაკლოვანებებსაც.
„შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდისა და ხელშეკრულებით (შტატგარეშე) მოსამსახურეების დაქირავების ნაკლოვანებები მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელი იყო 2018–2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა 2018 წლის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, გარდა კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუმცა მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ა/რ (ავტონომიური რესპუბლიკა) რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ხაზინის ამონაწერებიდან სახაზინო კოდით − 2.1 „შრომის ანაზღაურება“ საკასო ხარჯების 2018−2020 წლების მონაცემების შედარებით გაირკვა, რომ 2020 წელს კანონის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯები თითქმის ყველა მხარჯავ დაწესებულებაში.
შესაბამისად, შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ხარჯვა, ჯამში − 495.7 ათასი ლარის გაზრდით დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების კანონშეუსაბამოდ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დადგინდეს ამ თანამდებობის პირისათვის 2017 წელს გაცემულ საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებაზე მეტი ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში ხორციელდება აღნიშნული ცვლილების მიღება. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური თანამდებობის პირებზე 2020 წელს დაფიქსირდა ხელფასების საშუალოდ 45%-იანი ზრდა. შესაბამისად, 2020 წლის 10 თვის განმავლობაში ჯამში − 199.3 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ. ამავდროულად, აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატში პოლიტიკური თანამდებობის პირზე 2020 წელსაც გრძელდებოდა კანონმდებლობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს − 5,750 ლარის გაცემა და ჯამში − 15,000 ლარის საბიუჯეტო სახსრები გაიხარჯა კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ.
ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეები (ისევე, როგორც წინა წლებში) ასრულებდნენ არა დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით მუდმივი ხასიათის სამუშაოებს. ამავდროულად, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (ანგარიშგების) ოფიციალურად დადასტურებული რაიმე სახის დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც დადგინდებოდა შესრულებული კონკრეტული სამუშაოს (მომსახურება) შედეგი და აქედან მიღებული სარგებელი, უმეტეს შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, არც გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში ყოფილა ასახული შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ფორმის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში (შემდგომ − უმაღლესი საბჭო), აფხაზეთის ა/რ მთავრობაში (შემდგომ − აფხაზეთის მთავრობა), აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის (შემდგომ − აფხაზეთის ჯანდაცვა) აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის (შემდგომ − აფხაზეთის განათლება), აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა (შემდგომ − აფხაზეთის დევნილთა) და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის (შემდგომ − აფხაზეთის ფინანსთა) სამინისტროებში.
უწყებებში ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეების დაქირავებაზე გაწეული ხარჯები საშუალოდ, „საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან გაწეული ხარჯების 51%-ს შეადგენდა, ხოლო „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან გაწეულ ხარჯებთან მიმართებით, მერყეობდა 8%- 20%-ის ფარგლებში. გარდა ამისა, ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა შტატით დასაქმებულთა რიცხოვნობასთან მიმართებით, უმეტესად, 20%-45%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო წინა წელთან შედარებით ფიქსირდებოდა ხარჯების 9%-იანი ზღვრული ზრდა", - წერია ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი