ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, - გადაწყვეტილება ე.წ. მთავრობამ მიიღო. მოსახლეობა აღნიშნულს აპროტესტებს და ე.წ. მთავრობის გადადგომას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდული გრაფიკი მორიგჯერ პირველ თებერვალს ამოქმედდა. შუქი დღეში მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ კი შვიდი საათი ქრება. ყველაზე მეტხანს ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა გალისა და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრებლებს უწევთ.
"პრობლემა გამრიცხველიანებაა. ელექტროენერგიის ტარიფი ოდნავ კი გაზარდეს, მაგრამ გამრიცხველიანებას ახლა იწყებენ. ეს არ არის მარტივი პროცესი და ერთ დღეში ვერ გადაწყდება. ვიცი, რომ მრიცხველების გარკვეული პარტია შემოვიდა. 7000-მდე მრიცხველის მონტაჟი მიმდინარეობს, თუმცა უფრო კარდინალური ზომებია საჭირო", - აცხადებს “ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა წლებია გადაუჭრელია. გამრიცხველიანებასთნ ერთად ტერიტორიაზე გამოწვევა უკანონო მაინინგია, რომელიც მოხმარებას ზრდის.
"გვაქვს რაიმე კამპანია ენერგიის დაზოგვის მიზნით? აქ ვინმე ხალხს უხნის, რომ დენცქვიტიდან კაბელი უნდა გამოაერთო, თუ მაგალითად, ტელეფონს არ ტენი? დღისით ქუჩებში განათებები ჩართულია. ჩვენთან კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გადასახადეებს არ იხდიან. არაფერს ვამბობ საწყალ პენსიონერებზე, რომლებიც მათხოვრულ პენსიას იღებენ. თუმცა ჩვენ არ გვყავს სხვა მოვალეები, რომლებიც წლების განმავლობაში არაფერს იხდიან? თუ არ შეგიძლიათ ხალხს გადასახადები გადაახდევინოთ, აბა რა შეგიძლიათ?”, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, ლიანა კვარჭალია.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დღე–ღამეში 11 მლნ კვტ/სთ–ს შეადგენს. 2022 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთლიანობაში 3 მლრდ კვტ/სთ ელენერგია მოიხმარა. აქედან 900 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან მიიღო, ხოლო 2,1 მლრდ კვტ/სთ ენგურჰესიდან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი