მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში ყოფილი ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით დააკავეს

5dee9ed681192
BM.GE
09.12.19 23:18
951
აფხაზეთში ე.წ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს. მას ბრალად ედება ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცება. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ე.წ ექსკანდიდატს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 ნოემბერს სოხუმში საღამოს დაახლოებით 6 საათზე გაიტაცეს ბიზნესმენი - ადგილობრივი კომპანია „დანონის“ დირექტორი არმენ გრიგორიანი. იგი პოლიციამ 1 დეკემბერს გაათავისუფლა. მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ არტურ ანქვაბი 2011-2015 წლებში აფხაზეთის ე.წ შს სამინისტროს მილიციის სკოლას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს იგი გაასამართლეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის, რომელიც 2018 წელსვე ამნისტიით გათავისუფლდა, 2019 წელს კი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.