“მაქვს წყნეთში გასაქირავებელი კოტეჯები, რომლებსაც თვეში $5 ათასად ვაქირავებ, წელს კი სეზონზე ფასი $15 ათასია, მაგრამ მოთხოვნა არ არის, ადამიანებს ეძვირებათ,” - ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია “სიგმას” დირექტორმა, ზურაბ ლაჩაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2-3 კვირაში აგარაკის დასაქირავებლად ფასები დასტაბილურებას დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა არ იქნება.
“სავარაუდოდ, ფასები ქვევით ჩამოვა, რადგან თუ ამ გაზრდილმა ფასმა არ იმუშავა და არ გაჩნდა მოთხოვნა, მაშინ დამქირავებლები იძულებულები გახდებიან, რომ ფასში კორექტირება შეიტანონ, რათა სეზონზე ფულის გამომუშავების შესაძლებლობა სრულად არ დაკარგონ და კლიენტი არ გაუშვან ხელიდან,” - ამბობს ლაჩაშვილი.
მისივე თქმით, წელს გასაქირავებელი აგარაკების რაოდენობაც გაზრდილია, რადგან ის სახლებიც კი, რომლებიც არ ქირავდებოდა, წელს მათ მფლობელებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ შემოსავალი მიიღონ.
“რამდენიმე კვირაში გამოჩნდება როგორია მოთხოვნა–მიწოდების ჯაჭვი და სტატისტიკაც, თუ ვინ ქირაობს აგარაკს უმეტესად, ადგილობრივები თუ ტურისტები, თუმცა მიმდინარე პერიოდში ფასები ყველას ეძვირება,” - ამბობს “სიგმას” დირექტორი.
გარდა ამისა, ზურაბ ლაჩაშვილმა აღნიშნა, რომ სახლის მეპატრონეების მხრიდან ომის დასაწყისში იყო პროტესტი, რომ რუს მოქალაქეებს სახლს არ მიაქირავებდნენ, თუმცა ეს პროტესტიც ეტაპობრივად იკლებს.
ინფორმაციისთვის, თბილისთან ახლოს აგარაკების დაქირავებაზე ღირებულება გაორმაგდა. თუ საშუალოდ წელს სახლის ქირაობა ერთი თვით $3 500 ღირს, გასულ წელს ფასი $1 500 -ს შეადგენდა. წყნეთი, წავკისი ტაბახმელა და კიკეთი ქალაქგარეთ ტოპ მოთხოვნად ადგილებს შორის წლებია პოზიციებს არ თმობს.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი