მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგარაკის დაქირავება გაძვირდა

5f01a9219b31b
ნინი ლონგურაშვილი
05.07.20 14:33
1034
თბილისის შემოგარენში აგარაკების დაქირავების ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და საშუალოდ სახლის დაქირავება 1 თვით 2800 ლარიდან იწყება.

BMG-სთან my.ge-ის პროექტის მენეჯერი მადონა კაჭკაჭაშვილი ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით ყველაზე მაღალფასიანი დასასვენებელი დაბა 2020 წლის ზაფხულში კოჯორია.

“უფრო მეტი გასაქირავებელი უძრავი ქონება არის წყნეთში, ვიდრე კოჯორში, თუმცა, თუკი ფასებს შევადარებთ, გასულ წელს უფრო ნაკლები ღირდა კოჯორში იგივე დონის უძრავი ქონების ქირაობა, წლევანდელი მონაცემებით კი კოჯორში უფრო მეტია ქირის ღირებულება. წინა წელთან შედარებით ფასთან მიმართებითაც არის ცვლილება და საშუალო ფასი, დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”,- აღნიშნა my.ge-ის პროექტის მენეჯერმა.

მადონა კაჭკაჭაშვილის ინფორმაციით, აგარაკებზე 2020 წლის ზაფხულში საშუალო ფასები ასე გამოიყურება: კიკეთში აგარაკის დაქირავება 1 თვით 2800 ლარი ჯდება, ტაბახმელაში 4500, ოქროყანაში 5700, წყნეთში 5900 და კოჯორში 6 000 ლარი.