მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღდგება თუ არა ფრენები საბერძნეთთან? - მინისტრის განცხადება

5f2bbfb4ace77
ინგა მურუსიძე
06.08.20 12:30
1120
საბერძნეთთან დაკავშირებით მთავრობაში მიმდინარეობს მსჯელობა, რომელშიც ჩართულია საბერძნეთის მთავრობა და მისი ელჩი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მესმის კითხვები ამ საკითხზე, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, წლების განმავლობაში რა კატეგორიის მგზავრების შემოსვლა ხდებოდა ქვეყანაში და რა მიზნობრიობით ხდებოდა გასვლა ქვეყნიდან. ვადგენთ პრიორიტეტებს იმ ქვეყნებს შორის, თუ რომელი ქვეყანა რომელი რიგითობით იქნება ჩართული ფრენებში და მოკლე ვადებში ჩვენ გადავჭრით საბერძნეთის საკითხს, სავარაუდოდ დადებითად და ამის შესახებ მოგახსნებთ დამატებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოში საბერძნეთის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ „ეგეოსის ავიახაზებთან“ მიღწეული იყო შეთანხმება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მთავრობამ ისინი მოატყუა.