მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღდგომასთან დაკავშირებით მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 რეისი დაინიშნა

625fe20046158
მარიამ ვარადაშვილი
20.04.22 14:50
476
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 რეისს ნიშნავს.

დამატებითი რეისების განრიგი ასეთია: 21 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი –მესტია გაფრენა 13:00; მესტია-ნატახტარი - გაფრენა 14:30 ნატახტარი –ამბროლაური გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20; 28 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი –მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი-გაფრენა 14:30 ნატახტარი –ამბროლაური , გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20.

ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით -  50 ლარი. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.