26.აპრილი .2021 16:09

აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება
views 1422
უკან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება, ხოლო სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე გააჟღერა.

როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, ადამიანები საფლავებზე ორშაბათს და სამშაბათს გადიოდნენ, ამიტომ შეზღუდვაც სწორედ აღნიშნულ დღეებზე გავრცელდება.

დღესვე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, 3-12 მაისს ყველა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო გადაყვანებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა