მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა - შემდეგი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირი

6108e615c618b
BM.GE
03.08.21 11:30
1188
„თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, 14-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის დახაზვის სამუშაოები დაასრულა.

ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

„დედაქალაქში ინტენსიურად გრძელდება გზის დახაზვის სამუშაოები. ამჟამად მთავრდება აღმაშენებლის ხეივნის პროექტი, რომლის ფარგლებში ჯამში, 6500 კვ. მ-ზე დაიხაზა გზა და დატანილია საგზაო მონიშვნები. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 320 000 ლარია. შემდგომში ვგეგმავთ ვაჟა-ფშაველას გამზირის დახაზვას. წლის ბოლომდე, ათივე რაიონში დაახლოებით 100 000 კვ. მ ფართობის დახაზვის სამუშაოები შესრულდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერიის ცნობით, გზის დახაზვა და ასფალტზე საგზაო მონიშვნების დატანა მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავებით განხორციელდა, რომელიც მდგრადობას მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებს.