მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმასრულებელმა დირექტორმა 2000-მდე თანამშრომელს კომპანიის წილი მისცა

5724d5264b146
BM.GE
30.04.16 19:52
1666
იოგურტის მწარმებელი კომპანიის Chobani-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა 2000-მდე თანამშრომელს კომპანიის წილი მისცა.
 
New York Times-ის ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა ჰამდი ულუკაიმ განაცხადა, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც კომპანიაში სრულ განაკვეთზეა დასაქმებული მისგან წილს მიიღებს. თავად კომპანიის დამფუძნებელი ამ ეტაპზე მის საკონტროლო პაკეტს ფლობს. შედეგად კომპანიის თანამშრომლები ამჯერად წილის დაახლოებით 10%-ს ფლობენ.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემი კომპანია მსგავს წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ ეს წარმატება არ იქნებოდა, რომ არა ის ადამიანები, ვინც კომპანიაში მუშაობენ. მჯერა, ახლა ისინი უფრო მეტს იმუშავებენ, იმისთვის რომ კომპანია კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა Chobani-ის დამფუძნებელმა.