მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოაჩინეთ თვისებები, რომლებიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს - INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა

60a37df2ad007
BM.GE
18.05.21 12:35
1595
პირველ სამუშაო გამოცდილებას სტუდენტთა 75% სტაჟიორის ამპლუაში იღებს, სწორად შერჩეული კომპანია და პოზიცია კი კარიერული წინსვლის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

სამსახურის დასაწყებად მრავალი რჩევა არსებობს, რომელთა 98%-ის შესახებ, ალბათ, უკვე წაგიკითხავთ ან გსმენიათ. უკვე იცით, რომ საჭიროა თქვენი რეზიუმეს გადახედვა და სასურველი ვაკანსიის შესაბამისად ადაპტირება, სამოტივაციო წერილის გულდასმით შედგენა, ინტერვიუსთვის მომზადება და ჩანიშნულ შეხვედრაზე 15 წუთით ადრე მისვლა - ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

ადამიანური რესურსების სპეციალისტები და ორგანიზაციული კულტურის მეცნიერები იმ რამდენიმე თვისებას უსვამენ ხაზს, რომელიც დამსაქმებლისთვის სტაჟიორს დასამახსოვრებელს ხდის:

ხართ ცნობისმოყვარე

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორ კლეიტონ კრისტენსენის აზრით, კარგ თანამშრომელს მისი კითხვების ხარისხი გამოარჩევს. სწორედ ამიტომ, მენეჯმენტის პროფესორი ახალგაზრდებს ურჩევს, იყვნენ ცნობისმოყვარეები და დრო სწორი, ავთენტური კითხვების ფორმულირებაზე დახარჯონ.

ასეთი მიდგომა აიძულებს ახალგაზრდებს, განივითარონ გამჭრიახობა და საკუთარ თავში ჩამოაყალიბონ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის ჩვევები, რაც დამსაქმებელზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს.

ხართ შედეგებზე ორიენტირებული

“იყავით შედეგებზე ორიენტირებული და შეასრულეთ ყოველი დავალება ბრწყინვალედ”.

საქმით გატაცება ის მთავარი ინდიკატორია, რომელიც დავალების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. მენეჯერები ახალგაზრდებს ურჩევენ, არასოდეს თქვან უარი მცირე შესაძლებლობებზეც კი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ შეესაბამება მათ წარმოდგენას სამუშაოს შესახებ. დაკისრებული ამოცანის სტაბილურად, ენთუზიაზმითა და მაღალი ხარისხით შესრულება წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელიც კარიერული და პროფესიული ზრდის ბაზისი გახდება.

ხართ მონდომებული

თუ თქვენ ხშირად გამოთქვამთ ინიციატივას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე, ეს დადებითად აისახება დამსაქმებლის მიერ თქვენს შეფასებაზე. იმის ნაცვლად, რომ დაელოდოთ როდის მოგცემენ ახალ დავალებას, გამოთქვით ინიციატივა, იმუშაოთ ახალ პროექტებზე და მიიღოთ ახალი გამოწვევები - ეს დაგეხმარებათ ისწავლოთ მეტი, განვითარდეთ პროფესიულად და დააგროვოთ ღირებული სამუშაო გამოცდილება. ამ შემთხვევაში თქვენ არა მხოლოდ დაგაფასებენ, არამედ დაგიმახსოვრებენ.

ხართ ახალი იდეების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული

მანამ, სანამ მენეჯერს ან კოლეგას დახმარებისთვის მიმართავდეთ, დამოუკიდებლად ეცადეთ შეისწავლოთ საკითხი და ჩამოაყალიბოთ პრობლემის გადაჭრის გზები. რადგან ბევრი კითხვის დასმა, რომელზე პასუხის მოძებნაც თავად შეგიძლიათ, უარყოფითად მოქმედებს თქვენს შეფასებაზე. აუცილებელია, თქვენი თანამშრომლებისთვის იყოთ ისეთი ინდივიდი, რომელსაც აქვს საკმარისი უნარები იმისა, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ პრობლემის გადაჭრის ახალი გზები და არ შეჩერდნენ ყოველი წინაღობის წინ.

თუ ეს თვისებები თქვენთვის ნაცნობია, გაქვთ სურვილი, მიიღოთ ახალი გამოწვევები და შეიძინოთ უმაღლესი ორგანიზაციული კულტურის მქონე საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, “ფილიპ მორის საქართველოს” სტაჟირების პროგრამა INCOMPASS 2021 სწორედ თქვენთვისაა!

შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მიიღეთ ღირებული სამუშაო გამოცდილება, რომელიც მოგცცემთ პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.