მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აღმოჩნდა, რომ სებ-ის პოზიცია იყო მართალი ამ კრიზისის პირობებში" - არჩილ გაჩეჩილაძე

5eb009bd48727
თელარა გელანტია
04.05.20 17:00
1999
„ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო ძალიან კონსერვატიული. ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკებს მეტი კაპიტალი ჰქონდათ, შეიზღუდა მეტი სესხის გაცემა და როცა კრიზისი მოდის, ვინც უფრო კონსერვატიულია, ის უფრო მომზადებული ხვდება მას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიდგომამ ნაწილობრივ გაამართლა. მთავარი კითხვა არის, უნდა მოვემზადოთ თუ არა კრიზისისთვის ასე და მერე ვიღებთ კრიზისს, რომელიც 100 წელია არ ყოფილა“, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ცენტრალური ბანკის მიერ 2019 წლის განმავლობაში გატარებული რეგულაციების შეფასებისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამ კრიზისის პიროებებში სებ-ის პოზიცია მართალი აღმოჩნდა.

წამყვანის რეპლიკაზე - „როგორც ჩანს, ამისთვის (პანდემიით გამოწვეული კრიზისთვის) არავინ ემზადებოდა”, არჩილ გაჩეჩილაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა.

"ნაწილობრივ ემზადებოდა ეროვნული ბანკი. ძალიან კონსერვატიული მიდგომები ჰქონდა სებ-ს და ამაზე იყო კრიტიკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ კონსერვატული მიდგომები ვისაც ჰქონდა, ის აღმოჩნდა მართალი. აქ მტყუან-მართალზე არც არის საუბარი. ეს ყველასთვის კარგია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საპროცენტო განაკვეთები მეტი იყოს, ოღონდ შესაბამისი ფული დაილექოს კაპიტალად, რომ დარტყმის შემთხვევაში არ იყოს სანერვიულო ამ კუთხით. ამის თანხას მოსახლეობა იხდის და სიკეთეც მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ამ კუთხით ნამდვილად შეიძლება ითქვას დადებითი სებ-თან მიმართებაში.

რაც შეეხება ფულად საკრედიტო ნაწილს, ლარის რესურსი გაძვირდა, ახლა ხდება ზომების მიღება იმისთვის, რომ ლარის რესურსი დაუბრუნდეს იმ ღირებულებას, რაც ორი თვის წინ იყო. ეს აბსოლუტურად რეალისტურია მაშინ, როცა მზად ხარ, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დახარჯო რეზერვებიდან, რომ ლარი არ დასუსტდეს დოლართან მიმართებაში. მე მგონია, რომ ცოტა უფრო სწრაფად შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც დღეს ხდება, თუმცა მიმართულება კარგია. ვექტორზე აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნულ ბანკს და კარგია, რომ რესუსრის მობილიზება მოხდეს, რათა ნაკლებად გაუძვირდეს კრედიტები ჩვენს მომხმარებლებს”, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.