მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხაშურის შემოვლითი გზის მონაკვეთი იხსნება

5f40208d018e7
BM.GE
21.08.20 23:26
3564
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ.ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის გახსნის ღონისძიებებითვის საჭიროა საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე, დასავლეთის მიმართულებაზე გზის ჩაკეტვა 2020 წლის 21 აგვისტოს 23:00 სთ-დან 22 აგვისტოს 06:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114 მონაკვეთზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-203) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 102 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი)-გომი-აგარა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 121 (აგარების სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე.