02.სექტემბერი .2019 09:20

„აგრა“ - სექტემბრიდან ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდება

views 597
უკან

15 სექტემბრიდან ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი „აგრა“ გამოჩნდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, „აგრა“ საუკეთესო ხარისხის ქართულ ბოსტნეულს გააერთიანებს და მომხმარებლებს მათი შეძენა სუპერმარკეტებში შეეძლებათ.

„აგრას მთავარი მიზანია მომხმარებლებს მივაწოდოთ ხელით ნარჩევი, დაფასოებული, საუკეთესო ხარისხის ბოსტნეული, რომლის შეძენა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში იქნება შესაძლებელი“- აცხადებს BM.GE -სთან საუბარში „აგრას“ დამფუძნებელი, ზაურ დანელია.

თავდაპირველად „აგრას“ ეტიკეტის ქვეშ ორ-კილოიანი დაფასოებული ახალციხის კარტოფილი გამოჩნდება, რომლის ღირებულებაც 2 ლარი და 50 თეთრი იქნება.

„ჩვენ მომხმარებლებს ნატურალურ, უსასუქო პროდუქციას შევთავაზებთ. ორიენტირებულები ვიქნებით ხარისხზე, რაც ფასის ხარჯზე არასდროს შემცირდება,“ - აღნიშნავს ზაურ დანელია.

„აგრა“ ბოსტნეულს ახალციხეში, ადგილობრივი ფერმერებისგან აგროვებს, რომელთა დასაწყობებაც თბილისში ხდება. ამ დროისთვის 15 ტონა კარტოფილის დასაწყობება უკვე მოხდა, „აგრას“ ეტიკეტით დაფასოების შემდეგ, მომხმარებლებს ბოსტნეულის შეძენა „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელში შეეძლებათ. ზაურ დანელიას თქმითვე, უახლოეს მომავალში „აგრა“ მომხმარებლის წინაშე მრავალფეროვანი პროდუქციით აგროჰაბშიც გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა